ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ლეო კვაჭაძის III შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №321
2026 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
1. ვაკის რაიონში ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ლეო კვაჭაძის III შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე