ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ მიღრიჯანაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №317
2026 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
1. სამგორის რაიონში დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩას, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ მიღრიჯანაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე