ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №314
2026 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე