„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №161/04 |
|
2026 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ)დაინტერესებული პირი წარმოადგენდა იმ მეწარმე სუბიექტს ან/და დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი/პარტნიორი/ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენდა იმ მეწარმე სუბიექტის ადმინისტრატორს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერს/პარტნიორს/ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომელსაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“, „ი 1 “, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.“. 2. მე-6 მუხლის : ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით სგს-ის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორის/აქციონერის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევა ან/და ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პირს უარი უთხრას სგს-ის რეგისტრაციის გაუქმებაზე: ა) თუ სგს-ის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისთვის მიმდინარეობდა სგს-ის/ფილიალის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და სგს-ს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უარი განუცხადოს სგს-ს ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ: ა) სგს-ს არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) სგს არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“. 4. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სგს-მა, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სგს/ფილიალი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“; გ) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ყოველთვიური ანგარიშგება (დანართი №4), საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge, თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. 21. სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ (დანართი №5), საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge . “; დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს სგს-ის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სგს-ის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირის ვიზუალურად დანახვა, იდენტიფიკაცია და ქვითრის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება. 6. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა.“; ე) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-63 პუნქტები: „61. სგს/ფილიალი ვალდებულია, სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. 62. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 180 (ას ოთხმოცი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. 63. სგს-ს/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.“; ვ) 161 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 162 პუნქტი: „162. სგს-ში, ნაღდი ფორმით ნებისმიერი თანხის შეტანის/გატანის ოპერაციებიც უნდა აისახოს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი. სგს თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ქვითრის №; გ) შესული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) თანხის შემომტანი/გამტანი პირის შესახებ შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ე) თანხის შეტანის/გატანის ზუსტი დანიშნულება; ვ) თანხის შეტანის/გატანის დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ორივე მხარის ხელმოწერა.“. 5. 92 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სგს/ფილიალი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის, მათ შორის, კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში.“. 6. 93 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში სგს-მა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში სგს-მა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა.“. 7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სანქციები ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სგს-ის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).“. 8. დანართები №4 და № 5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|