„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №162/04 |
|
2026 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016345) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და ფინანსური ანგარიშგებით არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით , დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) სესხის გამცემ სუბიექტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ (შემდგომში – რეგულირების წესი) მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“- „დ7“ ქვეპუნქტები: „დ1) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ან/და შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, აღურიცხაობის თითოეულ ფაქტზე; დ2) რეგულირების წესის მე-9 მუხლის მე-5, მე-6, 61-63, მე-7, მე-8 პუნქტებით ან/და 93 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; დ3) რეგულირების წესის მე-9 მუხლის მე-5, მე-6, 61-63, მე-7, მე-8 პუნქტებით ან/და 93 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; დ4) რეგულირების წესის 92 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და 93 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; დ5) რეგულირების წესის 92 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და 93 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; დ6) რეგულირების წესის 92 ან/და 93 მუხლებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების (გარდა რეგულირების წესის 92 მუხლის მე-9 პუნქტის და 93 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 31 პუნქტისა) დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; დ7) რეგულირების წესის 92 ან/და 93 მუხლებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების (გარდა რეგულირების წესის 92 მუხლის მე-9 პუნქტის და 93 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 31 პუნქტისა) განმეორებით დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;“. 2. 21 მუხლის : ა) მე-2 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში), არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ე1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“; ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სესხის გამცემი სუბიექტი, კანონმდებლობის ან/და შიდა პოლიტიკის/პროცედურების შესაბამისად, არ ახორციელებს კლიენტთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების (ოპერაციის), საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის წარმომავლობის შესწავლას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;“; გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, წარდგენილი ანგარიშგების თითოეულ ფორმასთან მიმართებაში;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|