„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.148.016872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 29 ივნისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4 1 . სამსახურის უფროსის მოადგილე

სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) ახორციელებს დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
გ) ახორციელებს მერის ცალკეული საორგანიზაციო დავალებების შესრულებაში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების ხელშეწყობას;

დ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების უფლება-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობას.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს „რ1“-„რქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„რ1) დასახლებაში რეგისტრირებულ მოსახლეობასთან მერის წარმომადგენლების შეხვედრების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

2) მერის ცალკეული საორგანიზაციო დავალებების შესრულებაში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების ხელშეწყობას;

3) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტის გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ დადასტურების საფუძველზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გასაცემი ცნობის პროექტების შემუშავებას.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოს.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე