ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6/13
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.111.016652
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/13

2026 წლის 30 ივნისი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.8 ლარით.

2. 2028 წლის 1 აპრილამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო  გადაყვანის №5 მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.8 ლარით.

3. 2028 წლის 1 აპრილამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  №1, №2, №3, №4, №6, №7, №8, №9, №10, №13, №16, №17, №20, №21, №22, №23, №24, №25, №26, №27, №28 მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1 ლარით.

მუხლი 2
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.4 ლარით, მგზავრობის უფლება მიეცეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;

დ) სამხედრო ძალების ვეტერანებს;

ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

2. ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ:

ა) 0 – 6 წლამდე ბავშვებს;

ბ) საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს;

გ) ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარებს, სასადილოს თანამშრომლებს, მედდებს და ექიმებს;

დ) ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლებს;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სმენადაქვეითებულ პირებს.

3. აღნიშნული მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების, მათ შორის, არამატერიალური (ციფრული) ბარათების, სამგზავრო პლასტიკური ბარათების, მატერიალური საბანკო ბარათების, ციფრული ელექტრონული აპლიკაციის  და გადახდის სხვა საშუალებების  მეშვეობით.

მუხლი 3
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  26​​​ მუხლის, „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის №5/10 დადგენილების თანახმად,  კონკურსის წესით შერჩეული და შესაბამისი ნაბართვის მქონე უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ი.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3კატეგორია) მგზავრობის საფასურის საგადახდო სისტემის ადმინისტრატორის ფუნქციას,  მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას და მგზავრობის საფასურის გადახდევინებას ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია“  (ს/კ 415112149).

4. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, გათვალისწინებული კატეგორიების უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის ბარათის ან გადახდის საშუალების სხვა პირთა მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის ან გადახდის საშუალების გადაცემა სხვა პირისათვის, რომელიც აღნიშნულ ბარათს ან გადახდის საშუალებას გამოიყენებს

მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსები) თავისი ან/და სხვა პირთა მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას და დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის ბარათის დაბლოკვის შესახებ, ამასთანავე, საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციაპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის მიზნით. ბარათის დაბლოკვა ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 3 თვის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქცია ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას. ბარათის, აგრეთვე გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის ვადაზე ადრე განბლოკვა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-5  პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მერის მიერ უფლებამოსილი პირი (სუბიექტი), ბარათის ან გადახდის საშუალების კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს მეოთხე სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ბარათის ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის აღდგენას.

მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს;

გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას;

დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით –ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრს“;

ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“;

ზ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

მუხლი 5
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსების (M3 კატეგორია) სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაზიანების ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

2. მგზავრი ვალდებულია მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა, რაც გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას.

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა