„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2026 წლის 3 ივლისი ქ.თბილისი |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 24/12/2025; 010250050.35.102.016239) დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბენეფიციარის პირველ კლასში ჩარიცხვის დამადასტურებელი ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან რეგისტრაციის დამადასტურებელი ელექტრონული ამონაწერი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|