„მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. მარნეული |
1. დადგენილების დანართი 1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტუდენტის დაფინანსება განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში 10 (ათი) თვე (გარდა ივლისის და აგვისტოს თვისა).“
2. დადგენილების დანართი 1-ის მე -3 მუხლის მე- 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესით ვერ ისარგებლებს:
ა) „4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელები;
ბ) პირველი სასწავლო კურსის პირველი სემესტრის ის სტუდენტი, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება უმაღლესი სასწავლებლიდან გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრებისა და გავლილი საგნების შესახებ.“.
|