„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.147.016340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2025; 010250020.35.147.016328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ ახალშობილზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი.“

ბ)  დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 143 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 143. ინსულტგადატანილი პირების ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი, რის შედეგადაც აღენიშნებათ მოძრაობისა და მეტყველების გართულება და საჭიროებენ ხანგრძლივ მკურნალობას/რეაბილიტაციას.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე  უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დევნილობის მოწმობის ასლი;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100), გაცემული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 3 თვისა;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი