აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016550
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2026 წლის 30 ივნისი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის   დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის  №19  დადგენილება;

ბ) „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის  №20  დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია



დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება
მუხლი 1. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური
1. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და განყოფილების მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

სტრატეგიული განვითარების და პროგრამების მართვის განყოფილება;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის  დებულებით  და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერის მართვა  განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს, დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;

დ) წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

ვ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას;

ზ) აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;

გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, ფულადი ჯილდო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;

ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები.


მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი-სააღმზრდელო, მუნიციპალური სპორტული და კულტურის სფეროს  დაწესებულებების მართვას;

გ) წინადადებების შემუშავებას  განათლების, სპორტის და კულტურის სფეროს დაწესებულებების შექმნისა, მართვისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) საზოგადოებრივი განათლებისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას; 

ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, სპორტისა და კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის,  განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის  ხელშეწყობას;

ზ) სპორტის  მუნიციპალურ  პროგრამათა  განხორციელების  კოორდინაციას;

თ) წინადადებების შემუშავებას მასობრივ სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ი) სპორტის  სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

კ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას;

ლ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;

მ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა  და ხალხური  ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების  შენარჩუნებასა  და  პოპულარიზაციას;

ნ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის  ხელშეწყობას;

ო) მერიის ვებგვერდზე და ელექტრონულ საიტებზე განსათავსებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების ინფორმაციის მომზადებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სტრატეგიული განვითარების და პროგრამების მართვის განყოფილება
სტრატეგიული განვითარების და პროგრამების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) საზოგადოებრივი განათლებისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, სპორტისა და კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას;

ე)სამსახურის დებულებით, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში  ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია
1. სამსახურის დებულებას  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია /ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.