ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. ამბროლაური |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური დაცვის განყოფილება;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
3. სამსახური საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ტექსტში შემდგომ – განყოფილების ხელმძღვანელი).
4. განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლება-მოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების ხელმღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით და მერის ბრძანებით.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური დაწესებულების მართვას;
დ) პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვას, მომსახურების ეფექტიანი დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით, მონაცემთა ბაზების ფორმირება;
ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერად, სამოქმედო გეგმის პროექტის განსაზღვრას და გეგმის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას;
ვ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის პროექტის შემუშავებას და ადმინისტრირებას;
ზ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
თ) უსახლკაროთა რეგისტრაციასა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ი) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარებას;
კ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას;
ლ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციების განხორციელებას;
ნ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
ე) პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვას, მომსახურების ეფექტიანი დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით, მონაცემთა ბაზების ფორმირებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციათა განხორციელებას.
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
გ) უსახლკარო პირთა აღრიცხვას, რეგისტრაციას და მათი დროებითი ან მუდმივი თავშესაფრით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერად, სამოქმედო გეგმის პროექტის განსაზღვრას და გეგმის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას;
ე) პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის პროექტის შემუშავებას და ადმინისტრირებას;
ვ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრას და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დაწესებულებისთვის/ორგანიზაციისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, სოციალური ინტეგრაციისა და მხარდაჭერის მიმართულების შესაბამისად მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივ მოქმედებას სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისას;
თ) სოციალური მუშაკის მონაწილეობას მიზნობრივი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის შეფასების, ინდივიდუალური მხარდაჭერის დაგეგმვის, განხორციელების და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ი) მიზნობრივი ჯგუფების (ბენეფიციართა) და მათი ოჯახების ინფორმირებას, კონსულტირებას და მათი საჭიროებების საფუძველზე შესაბამის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას;
კ) პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვას, მომსახურების ეფექტიანი დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით, მონაცემთა ბაზების ფორმირებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება უზრუნველყოფს ბენეფიციართა სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
მ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
ნ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ო) ასევე მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციათა განხორციელებას.
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ორგანიზაციებთან;
ვ) ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;
კ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციათა განხორციელებას.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.