„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №301 |
|
2026 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის 37 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) მძიმე და ღრმა სმენის სენსონევრალური დაზიანების მქონე პირები, რომლებიც საჭიროებენ ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტს და მომსახურების მისაღებად მოთხოვნა სააგენტოში წარდგენილი იქნება 4 წლის ასაკამდე.“.
2. დანართ №1.10-ის („შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა“) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ორმხრივი კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის პირობები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|