„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №312 |
|
2026 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების სერტიფიცირების წესი.“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე საჯარო დაწესებულების სერტიფიკატის ფორმა (დანართი 4).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“;
ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მიზანი
„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების, ასევე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების მომსახურე ფიზიკური პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების სერტიფიცირებასთან (შემდგომში − სერტიფიცირება) დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, იურიდიულ პირებსა და საჯარო დაწესებულებებზე, რომლებიც ემსახურებიან ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს.“;
გ) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. საჯარო დაწესებულების სერტიფიცირების წესი და პირობები
1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე საჯარო დაწესებულების სერტიფიკატი (შემდგომში − სერტიფიკატი) გაიცემა საჯარო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებზე ან თბურ ტუმბოებზე სერვისულ ან სხვა სახის მომსახურებას.
2. საჯარო დაწესებულებაზე სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ერთი ან რამდენიმე დაქირავებული სერტიფიცირებული ფიზიკური პირის მეშვეობით.
3. სერტიფიკატის მისაღებად საჯარო დაწესებულებამ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება სერტიფიკატის მიღებაზე;
ბ) მასთან დასაქმებული ყველა ფიზიკური პირის სერტიფიკატისა და მოწმობის ასლი, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მასთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი;
გ) სერტიფიკატის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის თანამშრომელი/თანამშრომლები 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებენ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გამოსცემს ბრძანებას სერტიფიკატის გაცემის შესახებ.
5. დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის ან არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განმცხადებელს ცენტრის დირექტორი წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს დაზუსტების ან დოკუმენტაციის წარდგენისათვის, ხოლო დაუზუსტებლობის ან/და დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ცენტრი განცხადებას ტოვებს განუხილველად, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. ამ შემთხვევაში, სერტიფიკატის მისაღებად გადახდილი საფასური განმცხადებელს უკან არ უბრუნდება.
6. სერტიფიკატის საფასურია 500 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე.
7. სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიკატის გაცემის შესახებ დირექტორის ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში და მოქმედებს ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადით.
8. სერტიფიცირებული საჯარო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge).“;
დ) დანართ 3-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი 4.
|
„დანართი 4
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე საჯარო დაწესებულების სერტიფიკატის ფორმა
.“.