„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016511
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2026 წლის 6 ივლისი

ქ. ჩხოროწყუ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის  26 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016483)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11  მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის   „გ“  და  „დ“    ქვეპუნქტები:

„გ) სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამით დახმარება გაეწევათ მოქალაქეებს წელიწადში ერთჯერადად,  ხოლო  ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და შშმ პირებზე შესაძლებელი იქნება აღნიშნული დახმარება გაიცეს რამდენიმეჯერ.

დ) მედიკამენტებით დაფინანსება მოხდეს მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებსა და შშმ პირებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია