„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/245 |
|
2026 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების დებულების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებასა (www.matsne.gov.ge, 04/09/2020, 040030000.22.024.016668) და ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების დებულებაში“ (შემდეგში – დებულება) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დებულების მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უზრუნველყოფს პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით გასაცემი ან გასანაწილებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გაცემას; მ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|