„არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№316
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.025864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 144-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2024, 330090000.10.003.024527) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:  

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იმ არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ცვლილებაზე (კორექტირებაზე), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულია 2026 წლის 20 დეკემბრამდე.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების მე-2 − მე-6 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 20 დეკემბრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე