აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№09-რს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.51.060.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება აქვთ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართონ უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადონ გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ინიციირების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მათი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.“.

 2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.“.

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია

 

 

8 ივლისი 2026 წ.

ქ. თბილისი

N09-რს