ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2026 წლის 8 ივლისი ქ. ვანი |
|
სამსახურის დებულება
2. სამსახური თავისი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, მერის ბრძანების ან სხვა საკანონმდებლო აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან/და მერის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახური ასრულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრული სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
3. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურისა და სპორტის გაერთიანების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
4. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად.
5. ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა.
6. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა.
7. ახალგაზრდულ საკითხებზე პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება.
8. ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, კონკურსების ჩატარება და შესაბამისი პირობებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემა.
9. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
10. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა.
11. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.
12. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით თანხების მიზნობრივად ხარჯვა.
13. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით, მერის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები.
3. განსახორციელებელ ღონისძიებათა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან და სტრუქტურებთან.
4. წარუდგინოს მერს ბიუჯეტის პროექტი და წინადადებები ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ.
5. თავის მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და მისი სამოქმედო სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება.
6. განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება- მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ფორმით.