ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2026 წლის 8 ივლისი ქ. ვანი |
|
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონებით „სოციალური დახმარების შესახებ“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, რომელსაც დადგენილი წესით, პერიოდულად წარედგინება ანგარიში გაწეულ სამუშაოთა შესახებ.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტეციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისთვის ხელშეწყობა არსებული პროგრამების მიხედვით;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება;
ზ) სამხედრო ძალების ვეტერანთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა;
თ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოსა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ა) განახორციელოს მონიტორინგი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების დავალებათა შესრულებაზე;
ბ) განახორციელოს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) განახორციელონ სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იდენტიფიცირება და საჭიროებების კვლევა;
დ) განახორციელონ მიზნობრივი ჯგუფების სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფის მიზნით შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი ღონისძიებები;
ე) განახორციელონ წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფ სრულწლოვან პირებთან მუშაობა;
ვ) განახორციელონ ადიქციის მქონე, სრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება და საჭიროებების შეფასება.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი;
ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მერისთვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა;
გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას;
დ) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეული – ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) წარუდგენს მერს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას;
გ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
დ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობას;
ე) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოებას. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას;
ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.