გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№N C-24/DEC.4
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში
წევრ სახელმწიფოთა კონფერენცია,

აღნიშნავს რა ქიმიური იარაღის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში ცვლილების თაობაზე წინადადებას, გენერალური დირექტორისათვის ერთობლივად წარდგენილს 2018 წლის 25 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ნიდერლანდების მიერ, კონვენციის XV მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად (S/1682/2018, თარიღი: 2018 წლის 25 ოქტომბერი);

იხსენებს რა კონვენციის XV მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილ ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართში ცვლილებების შეტანის პროცედურას;

ასევე აღნიშნავს რა, რომ კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთავაზებული ცვლილების ტექსტი გენერალური დირექტორის მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს, აღმასრულებელ საბჭოსა (შემდგომში „საბჭო“) და დეპოზიტარს, და რომ იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინადადების თაობაზე გენერალური დირექტორის შეფასება მიეწოდა ყველა წევრ სახელმწიფოსა და საბჭოს (EC-M-62/DG.1, თარიღი: 2018 წლის 14 დეკემბერი);

ასევე იხსენებს რა კონვენციის ქიმიური ნივთიერებების ცხრილების სახელმძღვანელო პრინციპებს, მოცემულს ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის „A“ ნაწილში, კერძოდ კი სახელმძღვანელო პრინციპებს 1 ცხრილისთვის იმ კრიტერიუმებთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს 1 ცხრილში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების ან რეაგენტის შეტანის განხილვისას;

ამტკიცებს რა ქიმიური ნივთიერებების ცხრილების საჭიროებისამებრ გადახედვისა და განახლების მნიშვნელობას ახალ საფრთხეებზე რეაგირებისთვის, კონვენციის სიცოცხლისუნარიანობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით;

აგრეთვე იხსენებს რა, რომ ტექნიკური სამდივნოს მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარების ვიზიტების ანალიტიკურმა შედეგებმა დაადასტურა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების იდენტობა (S/1612/2018, თარიღი: 2018 წლის 12 აპრილი და S/1671/2018, თარიღი: 2018 წლის 4 სექტემბერი), რომელიც ცხრილიდან ამოღებულ იქნა და რომელიც გამოყენებულ იქნა ინციდენტისას სოლსბერიში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 2018 წლის 4 მარტს, ხოლო მეორე გამოვლენით ქ. ემსბერიში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 2018 წლის 30 ივნისს, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა;

იხსენებს რა, რომ კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელმა საბჭომ შეისწავლა წინადადება და ყველა წევრ სახელმწიფოს ამ წინადადების (EC-M-62/DEC.1*, თარიღი: 2019 წლის 14 იანვარი) დამტკიცების რეკომენდაცია მისცა, და ასევე იხსენებს რა, რომ წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა პროტესტი ამ რეკომენდაციის მიღებიდან 90 დღის ვადაში;

შეისწავლა რა წინადადება მისთვის ხელმისაწვდომი ყველანაირი ინფორმაციის მხრივ, წინადადების თაობაზე გენერალური მდივნის შეფასების (EC-M-62/DG.1) ჩათვლით;

წინამდებარეთი:

იღებს გადაწყვეტილებას კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „e“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ნიდერლანდების მიერ ერთობლივად წარდგენილი და თანდართული წინადადება კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების ორი ოჯახის დამატების თაობაზე აკმაყოფილებს კონვენციის XV მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ასევე ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის „A“ ნაწილში მოცემული 1 ცხრილისთვის სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ კრიტერიუმებს და აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს წინადადება.

 

დანართი:

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ნიდერლანდები - წინადადება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში დამატებების თაობაზე

 

დანართი

 

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ნიდერლანდები

 

წინადადება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის

1 ცხრილში დამატებების თაობაზე

 

  • შეთავაზებული ტექსტი:
  •  

    Р-ალკილის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) N-(1-(დიალკილის (≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით)ამინო))ალკილიდენლის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) ფოსფონამიდური ფტორიდები და შესაბამისი ალკილირებული ან პროტონირებული მარილები

     

    მაგალითად:    N-(1-(დი-n-დეცილამინო)-n-დეცილიდენ)-P-დეცილფოსფონამიდური ფტორიდი

     

    CAS-ის რაიმე ცნობილი ნომერი არ არის

     

  • შეთავაზებული ტექსტი:
  •  

    O-ალკილის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) N-(1-(დიალკილის (≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით)ამინო))ალკილიდენლის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) ფოსფორამიდოფლუორიდატები და შესაბამისი ალკილირებული ან პროტონირებული მარილები

    მაგალითად: O-n-დეცილN-(1-(დი-n-დეცილამინო)-n-დეცილიდენ) ფოსფორამიდოფლუორიდატი

     

    CAS-ის რაიმე ცნობილი ნომერი არ არის


    .

     

     

    📎 დანართები (2)
    ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

    PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

    ნორმატიული-აქტი-3 PDF ⬇

    PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში“?
    დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2019.
    როდის იქნა მიღებული „გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში“?
    „გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში“ მიღებულია 27.11.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №N C-24/DEC.4. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016859.
    სად არის „გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში“-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2019 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში“, №N C-24/DEC.4, 27.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016859 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6938617/

    ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2019. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება