,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2026 წლის 9 ივლისი ქ.თელავი |
„3. მერიის სამსახურებია:
3.1 ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც შედგება 4 (ოთხი) განყოფილებისგან:
ა) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;
ბ) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) ტურიზმის, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
3.2 ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც შედგება 3 (სამი) განყოფილებისგან:
ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;
გ) ძეგლთა დაცვის განყოფილება.
3.3 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან:
ა) საბიუჯეტო განყოფილება;
ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
3.4 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც შედგება 3 (სამი) განყოფილებისგან:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება;
გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
3.5 ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან:
ა) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება;
ბ) შესყიდვების განყოფილება.
3.6 იურიდიული სამსახური, რომელიც შედგება 3 (სამი) განყოფილებისგან:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილება.
3.7 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან:
ა) კულტურისა და განათლების განყოფილება;
ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
3.8 შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც შედგება 2 (ორი) განყოფილებისგან:
ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ) რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილება.
|