ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37567/23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეოთხე სექციის

გადაწყვეტილება საქმეზე

„მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N 37567/23)

გადაწყვეტილება

სტრასბურგი

2026 წლის 20 იანვარი

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:

ანე ლუიზ ბორმანი, თავმჯდომარე,სებასტიან რადულეტუ,ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,და გიორგი ბადაშვილი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 37567/23) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2023 წლის 10 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა გიორგი მექვაბიშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1999 წელს, მცხოვრები თბილისში, რომელსაც წარმოადგენდნენ ბ-ნი დ. ჯავახიშვილი, ბ-ნი ა. პატარაია და ქ-ნი ს. წიკლაური, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;

გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;

მხარეთა მოსაზრებები;

გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პრეტენზიის უარყოფასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ საქმის განხილვის შესახებ;

2025 წლის 16 დეკემბრის დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1. საჩივარი ეხება მომჩივნის მონაწილეობას მანიფესტაციაში და მის მსჯავრდებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო. ის დაეყრდნო კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებს.

ზოგადი ინფორმაცია

2. 2023 წლის 7 მარტს რამდენიმე ათასი მანიფესტაციის მონაწილე, მომჩივნის ჩათვლით, შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან, რათა გაეპროტესტებინა სადავო კანონპროექტი, რომელიც აღიქმებოდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სექტორისთვის პოტენციურად ძირის გამომთხრელი (გამოთხოვილი იქნა 9 მარტს). 20:43 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში „შსს“) პროტესტი არამშვიდობიანად გამოაცხადა და შეკრებილი ხალხი დაარბია წიწაკის გაზით და წყლის ჭავლით. მანიფესტაციის ბევრი მონაწილე დარჩა და შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა.

3. 2023 წლის 13 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც მანიფესტაციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა იზოლირებულ ძალადობის შემთხვევებს პოლიციის მიმართ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანიფესტაცია მშვიდობიანი იყო დარბევის დროს, გააკრიტიკა ძალის გამოყენების დაუსაბუთებლობა და გაფრთხილება გასცა, რომ გადაჭარბებული ზომები შემდგომი არეულობის პროვოცირების რისკს ქმნიდა.

საქმის წარმოება მომჩივნის მიმართ

4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მომჩივანი დააკავეს 2023 წლის 8 მარტის დილის 02:00 საათზე, პოლიციის კანონიერი ბრძანებების განმეორებით დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად (შემდგომში „ასკ“).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვისას პოლიცია ამტკიცებდა, რომ 2023 წლის 7 მარტის მანიფესტაცია ძალადობრივი გახდა, რის გამოც მიიღეს მისი დარბევის გადაწყვეტილება. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის არ ყოფილა ჩართული რაიმე ძალადობრივ ქმედებაში, მაგრამ შეესწრო პოლიციელის ძალადობრივ ქცევას მანიფესტაციის მონაწილის მიმართ. ის ამტკიცებდა, რომ დაკავების დროს ის იმყოფებოდა ტროტუარზე და არა გზაზე და განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც ის დააკავეს, აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სათვალთვალო კამერებით და შსს-ს უნდა შეეძლოს იმის ჩვენება, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

6. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი, რომ მიეღო ვიდეოჩანაწერები პოლიციის სამხრე ვიდეოკამერებიდან, რადგან ისინი გათიშული იყო, მათი დაზიანების მაღალი რისკის გამო. თუმცა, მან დააკმაყოფილა მისი საჩივარი საქმის მასალების განხილვის შესახებ და გამოაცხადა ხუთსაათიანი შესვენება, რათა დრო მიეცა დაცვის მხარისთვის მოსამზადებლად.

7. მოწმე ვ.ჯ.-მა, პოლიციელმა, რომელმაც დააკავა მომჩივანი, საქმის სასამართლოში განხილვის დროს განაცხადა, რომ მანიფესტაციის მონაწილეებს მიეცათ განმეორებითი გაფრთხილებები, გაეთავისუფლებინათ გზა მანქანებისთვის. მომჩივანი იდგა გზაზე და ის არ დაემორჩილა ადგილის დატოვების ინსტრუქციას.

8. მომჩივნის მიერ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მომჩივნის მოთხოვნით შეფასდა საქმის სასამართლოში განხილვის დროს, აჩვენებს პოლიციელებს, რომლებიც მიათრევენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს და ისმის,  მომჩივნის ხმა, რომელიც გმობს მათ ქმედებებს. მოვლენას, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, ადგილი ჰქონდა ტროტუარის ზედა ნაწილში. მომჩივანი, რომელიც ვიდეოჩანაწერს აკეთებდა, როგორც ჩანს, ტროტუარის ქვედა ნაწილში იდგა.

9. 2023 წლის 10 მარტს საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის, ასკ-ის 173-ე მუხლის შესაბამისად. მას დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით (დაახლოებით 665 ევრო). გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებს, ვ.ჯ.-ისა და მომჩივნის ჩვენებებს და მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს.

10. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა გზის გათავისუფლების კანონიერ ბრძანებას და განაცხადა, რომ „არ იყო წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს საფუძველს მისცემდა, სხვაგვარად დაედგინა“. რაც შეეხება მომჩივნის ვიდეოჩანაწერს, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ აღნიშნულმა ჩანაწერმა გამორიცხა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან არ აჩვენებდა მისი დაკავების მომენტს.

11. მომჩივანმა გაასაჩივრა, აცხადებდა რა, რომ მისი დაკავება იყო შურისძიება პოლიციის ძალადობის გადაღების გამო და, რომ მის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება იყო პოლიციის ანგარიში, რომელიც მიკერძოებული იყო. ის ამტკიცებდა, რომ მისი მოვალეობა არ იყო, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა და აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ მასში არ იყო განხილული, იყო თუ არა გზა უკვე გადაკეტილი მანიფესტაციის მონაწილეების მიერ, თუ როგორი იყო პოლიციის ბრძანებები და იყო თუ არა ისინი კანონიერი, ან რეალურად დაემორჩილა თუ არა ის მათ. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციელებმა განზრახ არ გაააქტიურეს სამხრე კამერები, რათა თავიდან აეცილებინათ მისი დაკავების ობიექტური მტკიცებულება. თავის სააპელაციო საჩივარში მომჩივანს არ წამოუყენებია რაიმე პრეტენზია დაცვის მოსამზადებლად დროის ან პირობების ნაკლებობასთან დაკავშირებით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელი დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არ იყო აბსოლუტური ხასიათის უფლება და აღნიშნა, რომ პროპორციული ზომა იყო მომჩივნის დაკავება და დაპატიმრება „საზოგადოებრივი არეულობის თავიდან აცილების“ მიზნით, რადგან მან უგულებელყო პოლიციის მოწოდება, დაეცვა წესრიგი მანიფესტაციის დროს. პოლიციის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, რომ მანიფესტაციამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მანქანებს უნდა ჰქონოდათ გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა უარი თქვა გზის დატოვებაზე, რის შედეგადაც ის დააკავეს.

13. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ მოწმის ჩვენების ხარისხი დამოკიდებულია გარემოებებზე. მან გაითვალისწინა ახსნა-განმარტება, რომ პოლიციას სამხრე კამერები არ გაუაქტიურებია დაზიანების საფრთხის გამო. რაც შეეხება პოლიციელ ვ.ჯ.-ს, სასამართლომ განაცხადა, რომ მოწმე აკვირდებოდა მოვლენებს თავისი პროფესიული უფლებამოსილებით და, შესაბამისად, მისი ჩვენებები იყო მტკიცებულების მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საქმის ფაქტებთან. პირდაპირი ვიდეომტკიცებულებების არარსებობის პირობებში, თვითმხილველი პოლიციელის ჩვენებას არ უნდა მიეცეს „ნაკლები წონა“, ვიდრე ბრალდებულისას და უნდა შეფასდეს მოსამართლის შეხედულებისამებრ. სააპელაციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა დანაშაულის ჩადენას ან აჩვენებდა რაიმე „უზუსტობას, მიკერძოებას ან არასწორ შეფასებას“ შესაბამისი ოფიცრის მიერ.

14. 2023 წლის 9 ივნისის საბოლოო გადაწყვეტილება მომჩივანს გადაეცა 2023 წლის 15 ივნისს.

სასამართლოს შეფასება

კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა

15. მომჩივანი ჩიოდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება მისი მსჯავრდებისთვის და არასწორად გადაიტანეს მასზე მტკიცების ტვირთი კონვენციის მე-6(1) მუხლის დარღვევით და, რომ მას არ ჰქონდა ადეკვატური დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად, მე-6(3)(b) მუხლის დარღვევით.

16. მთავრობა არ დაეთანხმა.

17. სასამართლო აღნიშნავს, როგორც მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივანს არ წამოუყენებია თავისი პრეტენზია ეროვნულ დონეზე ადეკვატური დროისა და საშუალებების ნაკლებობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საჩივარი კონვენციის მე-6(3)(b) მუხლის შესაბამისად, მიუღებელია დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

18. რაც შეეხება საჩივრის დანარჩენ ნაწილს, კონვენციის მე-6(1) მუხლის შესაბამისად, ის არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

19. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Makarashvili and Others v. Georgia (nos. 23158/20 და 2 სხვა, § 57, 2022 წლის 1 სექტემბერი).

20. სასამართლო აღნიშნავს უდავო ფაქტს, რომ საქმის წარმოებისას, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ხასიათდება როგორც „სისხლისსამართლებრივი“, მომჩივნის წინააღმდეგ არ არსებობდა პირდაპირი და დამოუკიდებელი მტკიცებულება, გარდა მოვლენების შესახებ პოლიციის ანგარიშისა (იხ. საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 51). პოლიციის სამხრე კამერის გადაღებული ვიდეომასალის ან საზოგადოებრივი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების არარსებობის პირობებში (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ), მომჩივანს ფაქტობრივად მოსთხოვეს, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა პოლიციის დაუსაბუთებელ ბრალდებებთან მიმართებით, ბრალმდებელი მხარის ანგარიშის გარდა, რომელიც ძირს უთხრის სისხლის სამართლის საქმის წარმოების მთლიან სამართლიანობას (იქვე, § 64; ასევე იხ. საქმე Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, nos. 29760/21 და 33931/21, § 56, 2025 წლის 15 ივლისი).

21. მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანი გამუდმებით აპროტესტებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომელსაც, სავარაუდოდ, არ დაემორჩილა, ამტკიცებდა რა, რომ მისი დაკავება ტროტუარზე და გზის გაწმენდა მანიფესტაციის დროს მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ისევე როგორც მისი შემდგომი მსჯავრდება (იხ. პარაგრაფები 5და 11ზემოთ). ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც მომჩივანმა წარმოადგინა თავის დასაცავად, რადგან პოლიციის ბრძანების „კანონიერება“ იყო დანაშაულის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რომელიც მას მიეწერა ასკ-ის 173-ე მუხლის შესაბამისად. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მიიღეს მხოლოდ ზოგადი თვალსაზრისით, ადგილზე ზოგიერთ ძალადობრივ ქმედებაზე მითითებით, იმის შეფასების გარეშე, იყო თუ არა საჭირო გადაწყვეტილება მთელი მანიფესტაციის დაშლისა და გზის გაწმენდის შესახებ (შეუპირისპირეთ – თუმცა გარკვეულწილად განსხვავებულ სამართლებრივ კონტექსტში – ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთება მსგავსი „კანონიერების“ არგუმენტების საპასუხოდ, საქმე Matchavariani v. Georgia, no. 46852/21, §§ 27-28, 31, 89 და 90, 2025 წლის 20 მაისი). ამიტომ მომჩივანს არ მიუღია კონკრეტული და მკაფიო პასუხი არგუმენტზე, რომელიც გადამწყვეტი იყო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შედეგზე (იხ., მაგ., საქმე Gafgaz Mammadov v. Azerbaijan, no. 60259/11, §§ 83-87, 2015 წლის 15 ოქტომბერი).

22. ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.

კონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა

23. მომჩივანი ჩიოდა, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი არც მანიფესტაციის დაშლისა და არც მისი დაკავებისა და შემდგომში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო გასამართლებისთვის.

24. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი განხილული უნდა იქნეს მხოლოდ კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, რომელიც არის lex specialis ასეთ გარემოებებში (იხ. საქმე Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], no. 37553/05, § 85, ECHR 2015).

25. მთავრობამ წარმოადგინა პრეტენზიები მისაღებობასთან დაკავშირებით და არგუმენტები არსებით მხარესთან დაკავშირებით, რომლებიც მსგავსია იმ არგუმენტებისა, რომლებიც წამოჭრა საქმეში Makarashvili and Others case (ციტირებული ზემოთ, §§ 66-67 და 75-77).

26. საქმეში Makarashvili and Others (იქვე, §§ 70-72) მოცემული დეტალური მიზეზების გამო, სასამართლო ადგენს, რომ საჩივრის ეს ნაწილი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში მოცემული რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

27. აღიარებს რა პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის აუცილებლობას – რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავარი ღირებულებაა (იხ. საქმე Tsaava and Others v. Georgia [GC], nos. 13186/20 და 4 სხვა, § 434, 2025 წლის 11 დეკემბერი, და საქმე Karácsony and Others v. Hungary [GC], nos. 42461/13 და 44357/13, § 141, 2016 წლის 17 მაისი) – სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მანიფესტაცია მთლიანობაში მიზნად ისახავდა პარლამენტის საქმიანობის შეფერხებას, ან რომ მომჩივანი მონაწილეობდა ასეთ მცდელობაში, ან რომ სხვაგვარად იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში. გარდა ამისა, უდავოა, რომ 2023 წლის 7 მარტის მანიფესტაცია ეხებოდა საზოგადოების ინტერესის საკითხს (იხ. პარაგრაფი 5ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანს უფლება აქვს მოიხმოს მე-11 მუხლის გარანტიები (შეადარეთ საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 89-94, მასში შემდგომი მითითებებით).

28. წინამდებარე საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 მუხლით მომჩივნის უფლებაში ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული და შესაძლოა ემსახურებოდა არეულობის აღკვეთის ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ წარმოადგინეს საკმარისი მიზეზები იმის შესახებ, თუ რატომ იყო აუცილებელი მთელი მანიფესტაციის დაშლა და გზის გათავისუფლება (იხ. პარაგრაფი 21ზემოთ, და შეადარეთ საქმე Makarashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 105). ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები, რათა ჩარევა წინამდებარე საქმეში მიჩნეულ იქნეს აუცილებლობად და პროპორციულად.

29. ამრიგად, ადგილი აქვს კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

30. მომჩივანმა მოითხოვა 2000 ლარი (665 ევრო) მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ) და 2000 ევრო – მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

31. მთავრობამ გააპროტესტა მოთხოვნა, როგორც გადაჭარბებული.

32. მოთხოვნილ თანხასა და დადგენილ დარღვევებს შორის აშკარა კავშირის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 9, 20-22და 28-29) და სამართლიანობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო მომჩივანს ანიჭებს 665 ევროს მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით და 1600 ევროს – მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-11 მუხლის საფუძველზე შეტანილ საჩივარს მისაღებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს – მიუღებლად;

ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-11 მუხლის დარღვევას;

ადგენს,რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i) 665 ევრო (ექვსას სამოცდახუთი ევრო) მატერიალურ ზიანთან დაკავშრებით;

(ii) 1600 ევრო (ათას ექვსასი ევრო) მორალურ ზიანთან დაკავშირებით; და

(iii) ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს აღნიშნულ თანხებს;

რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი.

4. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 20 იანვარს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

გიორგი ბადაშვილი                                                  ანე ლუიზ ბორმანი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი                                     თავმჯდომარე

📎 დანართები (1)
CASE OF MEKVABISHVILI v. GEORGIA Eng.docx ⬇

FOURTH SECTION

CASE OF MEKVABISHVILI v. GEORGIA

(Application no. 37567/23)

JUDGMENT

STRASBOURG

20 January 2026

This judgment is final but it may be subject to editorial revision.

In the case of Mekvabishvili v. Georgia,

The European Court of Human Rights (Fourth Section), sitting as a Committee composed of:

Anne Louise Bormann, President,
Sebastian Răduleţu,
András Jakab, judges,
and Giorgi Badashvili, Acting Deputy Section Registrar,

Having regard to:

the application (no. 37567/23) against Georgia lodged with the Court under Article 34 of the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms (“the Convention”) on 10 October 2023 by a Georgian national, Mr Giorgi Mekvabishvili (“the applicant”), who was born in 1999, lives in Tbilisi, and was represented by Mr D. Javakhishvili, Mr A. Pataraia and Ms S. Tsiklauri, lawyers practising in Tbilisi;

the decision to give notice of the complaints under Articles 6, 10 and 11 of the Convention to the Georgian Government (“the Government”), represented by their Agent, Mr B. Dzamashvili, of the Ministry of Justice, and to declare inadmissible the remainder of the application;

the parties’ observations;

the decision to reject the Government’s objection to the examination of the case by a Committee;

Having deliberated in private on 16 December 2025,

Delivers the following judgment, which was adopted on that date:

SUBJECT MATTER OF THE CASE

1.  The application concerns the applicant’s participation in a demonstration and his conviction of the administrative offence of disobeying lawful police orders. He relied on Articles 6, 10 and 11 of the Convention.

BACKGROUND

2.  On 7 March 2023 several thousand demonstrators, including the applicant, gathered at the Parliament building to protest a controversial draft law perceived as potentially undermining the civil society sector (withdrawn on 9 March). By 8.43 p.m. the Ministry of Internal Affairs (“the MIA”) declared the protest non-peaceful and dispersed the crowd by pepper spray and water cannon. Many demonstrators stayed, and clashes continued overnight.

3.  On 13 March 2023 the Public Defender of Georgia reported that escalation began when some demonstrators attempted to block a Parliament entrance. Although isolated violence against the police occurred, he stressed that the demonstration had been peaceful at the time of dispersal, criticised the lack of justification for using force, and warned that excessive measures risked provoking further unrest.

PROCEEDINGS AGAINST THE APPLICANT

4.  According to the administrative arrest report, the applicant was arrested at 2 a.m. on 8 March 2023 for repeatedly disobeying lawful police orders, under Article 173 of the Code of Administrative Offences (“the CAO”).

5.  During the trial before the Tbilisi City Court, the police argued that the demonstration of 7 March 2023 had become violent, prompting a decision to disperse it. The applicant maintained that he had not engaged in any violent conduct but that he had witnessed violent behaviour by a police officer against a demonstrator. He claimed that he had been on the pavement rather than the road at the time of his arrest and stated that the area where he had been arrested must have been equipped with surveillance cameras and the MIA must have been able to show how events had unfolded.

6.  The City Court rejected the applicant’s application to obtain the video-recordings from the police body-worn cameras as they had not been turned on because of the high risk they would get damaged. However, it granted his application to review the case-file and announced a five-hour break to give the defence time to prepare.

7.  Witness V.J., the police officer who had arrested the applicant, stated during the trial that the demonstrators had been given repeated warnings to clear the road for vehicles to get through. The applicant had been standing on the road and he had resisted the instruction to move away.

8.  The video-recording made by the applicant and assessed, upon the applicant’s request, during the trial shows policemen dragging a plain-clothed individual, and a voice, apparently the applicant’s, is heard condemning their actions. The event, as filmed, took place on the upper tier of a pavement. The filming applicant appears to have been standing on the lower tier of the pavement.

9.  On 10 March 2023 the City Court found the applicant guilty of disobeying lawful police orders under Article 173 of the CAO. He was ordered to pay an administrative offence fine of 2,000 Georgian laris (GEL) (approximately 665 euros (EUR)). The judgment was based on the administrative arrest and offence reports, statements given by V.J. and the applicant, and the video submitted by the applicant.

10.  The court found that the applicant had disobeyed the lawful orders to clear the road, stating that “no proof which would have given the court a basis to find otherwise had been presented”. As for the applicant’s video recording, the court did not consider that it excluded the commission of the said offence as it did not show the moment of his arrest.

11.  The applicant appealed, claiming his arrest was in retaliation for filming police violence and that the only evidence against him was the police account, which was biased. He argued it was not his duty to prove his innocence and criticised the judgment for failing to address whether the road was already blocked by the demonstration, what the police orders were and whether they were lawful, or whether he had actually disobeyed them. He also alleged that officers had deliberately not activated their body cameras to avoid creating objective evidence of his arrest. No complaint regarding insufficient time or facilities to prepare his defence was raised by the applicant in his appeal.

12.  By a decision of 9 June 2023, the Tbilisi Court of Appeal upheld the lower court’s judgment. The appellate court emphasised that the right to freedom of assembly and demonstration was not of an absolute character and noted that it was a proportionate measure to arrest and detain the applicant with the aim of “avoiding public disorder” as he had ignored a police call to respect order during a demonstration. Noting the explanation given by the police that the demonstration had taken on an unlawful character and cars should have been able to move on the road, the appellate court found it established that the applicant had refused to leave the road, resulting in his arrest.

13.  The appellate court stated that the quality of witness evidence depended on the circumstances. It took into account the explanation that the police had not activated body-warn cameras due to the risk of damage. As for officer V.J., the court stated that the witness observed the events in his professional capacity and that his statements were therefore an important source of evidence directly linked to the facts of a case. In the absence of direct video evidence, the police officer’s eyewitness account should not be given “less weight” than that of the accused and must be assessed according to the judge’s conviction. The appellate court further stated that the applicant had provided no evidence disproving the commission of the offence or showing any “inaccuracy, partiality, or skewed assessment” by the relevant officer.

14.  The final decision of 9 June 2023 was served on the applicant on 15 June 2023.

THE COURT’S ASSESSMENT

ALLEGED VIOLATION OF ARTICLE 6 OF THE CONVENTION

15.  The applicant complained that the domestic courts had failed to provide sufficient reasoning for his conviction and improperly shifted the burden of proof onto him in breach of Article 6 § 1, and that he had not had adequate time and facilities to prepare his defence, in breach of Article 6 § 3 (b) of the Convention.

16.  The Government disagreed.

17.  The Court notes, as pointed out by the Government, that the applicant did not raise his complaint regarding the lack of adequate time and facilities at the domestic level. Accordingly, the complaint under Article 6 § 3 (b) of the Convention is inadmissible for failure to exhaust domestic remedies, and must be rejected in accordance with Article 35 §§ 1 and 4 of the Convention.

18.  As for the remaining complaint under Article 6 § 1 of the Convention, it is neither manifestly ill-founded nor inadmissible on any other grounds listed in Article 35 of the Convention. It must therefore be declared admissible.

19.  The relevant general principles have been summarised in Makarashvili and Others v. Georgia (nos. 23158/20 and 2 others, § 57, 1 September 2022).

20.  The Court notes the undisputed fact that there was no direct and independent evidence against the applicant other than the police account of the events in proceedings characterised as “criminal” within the meaning of Article 6 of the Convention (see Makarashvili and Others, cited above, § 51). In the absence of any police body-worn camera footage or public surveillance recordings (see paragraph 5 above), the applicant was effectively required to prove his innocence against uncorroborated police accusations, with no evidence other than the account of the accusing party, which undermined the overall fairness of the criminal proceedings (ibid., § 64; see also Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, nos. 29760/21 and 33931/21, § 56, 15 July 2025).

21.  Importantly, the applicant had consistently challenged the lawfulness of the order he was alleged to have disobeyed, arguing that his arrest on the pavement and the road clearance during the demonstration lacked legal basis, as did his subsequent conviction (see paragraphs 5 and 11 above). That had been central to the argument the applicant had made in his defence, because the “lawfulness” of the police order was one of the constitutive elements of the offence ascribed to him under Article 173 of the CAO. However, the domestic courts accepted the lawfulness of the police orders only in generic terms, with reference to some violent conduct on the ground without assessing whether the decision to disperse the entire demonstration and clear the road had been necessary (contrast – albeit in a somewhat different legal context – with the reasoning provided by the domestic courts in response to similar “lawfulness” arguments in Matchavariani v. Georgia, no. 46852/21, §§ 27-28, 31, 89 and 90, 20 May 2025). The applicant therefore did not receive a specific and explicit response to the argument which was decisive for the outcome of the administrative-offence proceedings against him (see, for instance, Gafgaz Mammadov v. Azerbaijan, no. 60259/11, §§ 83-87, 15 October 2015).

22.  The foregoing considerations are sufficient for the Court to conclude that there has been a violation of Article 6 § 1 of the Convention.

ALLEGED VIOLATION of Article 11 of the Convention

23.  The applicant complained, under Articles 10 and 11 of the Convention, that there had been no grounds for either the dispersal of the demonstration or his arrest and subsequent conviction for an administrative offence.

24.  The Court considers that the complaint falls to be examined solely under Article 11 of the Convention which is a lex specialis in such circumstances (see Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], no. 37553/05, § 85, ECHR 2015).

25.  The Government submitted objections to admissibility and arguments on the merits, similar to those raised in the Makarashvili and Others case (cited above, §§ 66-67 and 75-77).

26. For the detailed reasons set out in Makarashvili and Others (ibid., §§ 70-72), the Court finds that this part of the application is neither manifestly ill-founded nor inadmissible on any other grounds under Article 35 of the Convention. It must therefore be declared admissible.

27.  Whilst acknowledging the need to ensure the effective functioning of Parliament – a key value in a democratic society (see Tsaava and Others v. Georgia [GC], nos. 13186/20 and 4 others, § 434, 11 December 2025, and Karácsony and Others v. Hungary [GC], nos. 42461/13 and 44357/13, § 141, 17 May 2016) – the Court notes that nothing in the case file suggests that the demonstration as a whole was intended to obstruct parliamentary activity, or that the applicant participated in any such attempt or was shown to have engaged in otherwise violent conduct. Furthermore, there is no dispute that the demonstration of 7 March 2023 concerned a matter of public interest (see paragraph 5 above). Accordingly, the applicant is entitled to invoke the guarantees of Article 11 (compare Makarashvili and Others, cited above, §§ 89-94, with further references therein).

28.  In the present case, while the interference with the applicant’s right under Article 11 was prescribed by law and may have pursued a legitimate aim of preventing disorder, the Court cannot overlook the domestic courts’ failure to provide sufficient reasons as to why the dispersal of the entire demonstration and the clearing the road had been necessary (see paragraph 21 above, and compare Makarashvili and Others, cited above, § 105). The Court therefore considers that the authorities failed to demonstrate relevant and sufficient grounds to regard the interference in the present case as necessary and proportionate.

29.  There has thus been a violation of Article 11 of the Convention.

APPLICATION OF ARTICLE 41 OF THE CONVENTION

30.  The applicant claimed GEL 2,000 Georgian laris (EUR 665) in respect of pecuniary damage (see paragraph 9 above) and EUR 2,000 in respect of non-pecuniary damage.

31.  The Government contested the claims as excessive.

32.  Given the clear link between the amount claimed and its findings of violations (see paragraphs 9, 20-22 and 28-29) and considerations of equity, the Court awards the applicant EUR 665 in respect of pecuniary damage and EUR 1,600 in respect of non-pecuniary damage, plus any tax that may be chargeable.

FOR THESE REASONS, THE COURT, UNANIMOUSLY,

Declares the complaints under Article 6 § 1 and Article 11 of the Convention admissible and the remainder of the application inadmissible;

Holds that there have been violations of Article 6 § 1 and Article 11 of the Convention;

Holds

  1. that the respondent State is to pay the applicant, within three months, the following amounts, to be converted into the currency of the respondent State at the rate applicable at the date of settlement:

    1. EUR 665 (six hundred and sixty-five euros) in respect of pecuniary damage;

    2. EUR 1,600 (one thousand six hundred euros) in respect of non‑pecuniary damage; and

    3. any tax that may be chargeable on the above sums;

  2. that from the expiry of the above-mentioned three months until settlement simple interest shall be payable on the above amounts at a rate equal to the marginal lending rate of the European Central Bank during the default period plus three percentage points;

    Dismisses the remainder of the applicant’s claim for just satisfaction.

Done in English, and notified in writing on 20 January 2026, pursuant to Rule 77 §§ 2 and 3 of the Rules of Court.

Giorgi Badashvili Anne Louise Bormann
Acting Deputy Registrar President

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ““?
დიახ, სასამართლოს აქტები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2026.
როდის იქნა მიღებული „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ““?
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ““ მიღებულია 20.01.2026. მიმღები ორგანო — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №37567/23.
სად არის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ““, №37567/23, 20.01.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6939997/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება