მუხლი 11. მფარველი სახელმწიფოები, დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების
თავი I — ზოგადი დებულებები
ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდდაღუპულთა, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ ზრუნვაზე, შესაძლოა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მათთვის წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დასამტკიცებლად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““, მუხლი 11, №12081949 - 2, 12.08.1949, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016861 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6944953/muxli-11/