მუხლი 40. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, წინამდებარე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული პირობების დაცვით, შეუძლიათ გადაუფრინონ ნეიტრალური სახელმწიფოების ტერიტორიას და დაეშვან აღნიშნულ ტე
თავი V — სანიტარიული ტრანსპორტი
ნეიტრალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ, საკუთარ ტერიტორიაზე, დააწესონ სამედიცინო საჰაერო ხომალდების ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც თანაბრად გავრცელდება კონფლიქტის ყველა მხარეზე.
თუ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ნეიტრალურმა სახელმწიფომ, როდესაც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, უნდა დააყოვნოს იმგვარად, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. მათი ჰოსპიტალიზაციისა და ინტერნირების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ““, მუხლი 40, №12081949 - 2, 12.08.1949, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016861 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6944953/muxli-40/