1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია „შპს ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ (ს/კ 433655822) (შემდგომში კომპანია).
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას განიხილავს „შპს ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ბრძანებით უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში „თანამშრომელი“).
3. ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
4. თანამშრომელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას