თავი VII — სიგნალების, გაფრთხილებების, შეტყობინებებისა და საკონსულტაციო მონაცემების შემცველი მეტეოროლოგიური ინფორმაცია
1. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებები ეგზავნება დაინტერესებულ პირებს, ადგილობრივი შეთანხმებების საფუძველზე.
2. ქარის წანაცვლების შესახებ გაზომვის სახმელეთო ავტომატიზებული დანადგარების მიერ გენერირებული სიგნალი ეგზავნება დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე.
3. აეროდრომზე გაფრთხილებებში, SIGMET და AIRMET ინფორმაციაში ჩართული მოვლენების კრიტერიუმები (კავშირის ხაზი „მაღლა“) განისაზღვრება ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/09/2026.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება