„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.010.124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 19/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.124

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №15

2007 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №130, მუხ. 1450) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. საგამოძიებო ნაწილის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი