ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველო და ნაოეროს რესპუბლიკა, სურთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საერთო ინტერესის სხვა სფეროებში, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ კი, სუვერენული თანასწორობით, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებითა და თანამშრომლობით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობით, საზღვრების ურღვეობითა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობით, შეთანხმდნენ, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2026 წლის 21 სექტემბერს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““?
- „ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““ მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2109-26. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016874.
- სად არის „ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ოქმი „საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ““, №2109-26, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016874 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7006884/