„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №214 |
|
2026 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 44. დაღლილობის კონტროლი 1. საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟების წევრების დაღლილობის კონტროლის მიზნით სააგენტო ადგენს სამუშაო დროის, საფრენოსნო დროის, საფრენოსნო-სასამსახურო დროის და დასვენების დროის ნორმებს. 2. დაღლილობასთან დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოების რისკების მართვის მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სამუშაო დროის, საფრენოსნო დროის, საფრენოსნო-სასამსახურო დროის და დასვენების დროის ისეთი ნორმები, რომლებიც შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს დაღლილობის კონტროლის შესახებ. შენიშვნა: დაღლილობის კონტროლთან დაკავშირებული ნორმატიული წესების დაცვა ექსპლუატანტს არ ათავისუფლებს საკუთარი რისკების ფაქტორების (დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების ფაქტორების ჩათვლით) მართვის ვალდებულებისაგან, ექსპლუატანტთან არსებული უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) გამოყენებით ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. 3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ყველა მისი საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის წევრების საფრენოსნო, საფრენოსნო-სასამსახურო, სასამსახურო და დასვენების დროების აღრიცხვა სააგენტოს მიერ განსაზღვრული პერიოდისათვის. შენიშვნა: დაღლილობის კონტროლის წესების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებული ინსტრუქცია მოცემულია დაღლილობის კონტროლის მექანიზმების ზედამხედველობის სახელმძღვანელოში (Doc 9966).“. 2. წესის №2 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაღლილობის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია და პოლიტიკა, რომელიც მოიცავს საფრენოსნო დროის, საფრენოსნო-სასამსახურო დროის და სასამსახურო დროის მარეგულირებელ წესებს, აგრეთვე საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟების წევრთა დასვენების პერიოდებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.“. 3. ამოღებულ იქნეს წესის №7 დანართი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2026. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №214. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016420.
- სად არის „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №214, 24.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016420 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7007180/