„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2026 წლის 25 სექტემბერი ქ. დუშეთი |
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:
„პ) თბობის სეზონზე მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. კომისიურ განხილვას არ ექვემდებარება მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები, მე-14 მუხლის მესამე პუნქტი, ასევე მე-15, მე-16, მე-17, მე-18, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელთა მიხედვით სოციალური დახმარების გაცემა ხდება დადგენილი თანხებისა და ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.“;
გ) დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე მუხლი:
„მუხლი 23. თბობის სეზონზე მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა
1. გათბობის სეზონის დასაწყისში, ერთჯერადად, ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:
ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ს არ აღემატება;
ბ) მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;
გ) მარტოხელა პენსიონერებს (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ყავს შვილები და/ან მარჩენალი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);
ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შვილების დაბადების მოწმობების ასლები (პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);
ვ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის დასადასტურებლად (პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);
ზ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
3. იმ ბენეფიციარებზე, ვინც ამ მუხლით განსაზღვრულ მიზნობრივ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან იღებენ სხვა წყაროებიდან, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე და მაღალმთიანი სტატუსის მქონე გაზიფიცირებული დასახლებების მაცხოვრებლებზე, პროგრამით განსაზღვრული დახმარება არ გაიცემა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.09.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.152.016598.
- სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №23, 25.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016598 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7008675/