1. საფლოტაციო მანქანის იმპელერის ბლოკის შპინდელის დაცარვა (დატრიალება) კამერების დაშლამვისას უნდა მოხდეს ხის დასაშლელი ფიცარნაგიდან, როცა ქაფმომხსნელი გაჩერებულია. ძრავას ჩართვა დასაშვებია მხოლოდ ფიცარნაგიდან მუშების გასვლის შემდეგ. კამერაში პულპის მდგომარეობის ხელით შემოწმება დაუშვებელია.
2. საფლოტაციო მანქანის საავარიო განტვირთვისა და ჩამოსარეცხი წყლების შესაგროვებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ტუმბოებით აღჭურვილი ზუმპფები.
3. პნევმატიკურ საფლოტაციო მანქანაზე აეროლიფტის მილების გამოცვლის ან გაწმენდისას მუშები უნდა სარგებლობდნენ დამცავი სათვალეებით
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 23, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-23/