1. ღუმლების წმენდისა და რემონტისას ადამიანების ღუმლის შიგნით ყოფნა 600C-ზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში აკრძალულია.
2. თუ ღუმელი ჩართულია, აკრძალულია ღუმლის კარის გაღება, იატაკის წმენდა და ცხობურას თქვეფა.
3. ღუმელთან დაღვრილ მაზუთს დაუყოვნებლივ უნდა დაეყაროს ქვიშა და აიწმინდოს.
4. სახარჯო ავზაკში თხევადი საწვავის ანთებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნეს გამოშვებული თხევადი საწვავი საავარიო ავზში, მიღებულ იქნეს ზომები დამხმარე საშუალებებით ხანძრის ჩასაქრობად და გამოძახებულ იქნეს სახანძრო რაზმი.
5. მუშაობაში მყოფი ღუმლების ფრქვევანების რეგულირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფრქვევანას ფანჯარასთან გვერდით დგომით.
6. ღუმლის ამუშავება და გაჩერება უნდა მოხდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ღუმლების მომსახურების ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 43, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-43/