1. დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარი განკუთვნილია დაწესებულების არქივში ფონდებისა და საქმეების შემადგენლობასა და მოცულობაში ყველა იმ მიმდინარე და შემაჯამებელ (ყოველი წლის 1 იანვრისათვის) ცვლილებათა აღრიცხვისათვის, რომლებიც დაკავშირებულია საქმეთა მიღებასთან, იმ საქმეთა გამოყოფასთან, რომლებიც შემდგომ შენახვას არ ექვემდებარებიან, საარქივო დაწესებულების ან სხვა არქივში საქმეთა გადაცემასთან. დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარი წარმოადგენს საფუძველს ფონდების ფურცლების, არქივის პასპორტის შესადგენად.
2. ა) თითოეული შემოსვლა თუ გასვლა ღებულობს დამოუკიდებელ რიგით ნომერს.
ბ) თუ შემოსვლა შედგება რამდენიმე ფონდის დოკუმენტებისაგან, თითოეული ფონდის მონაცემები (ფონდის სახელწოდება, მისი ნომერი და ა.შ.) იწერება ახალ სტრიქონზე იმავე რიგითი ნომრით. არქივში, სადაც დაცულია ერთი ფონდი, დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა წარმოებს ფონდის ფურცლის მიხედვით.
გ) რთული სტრუქტურის მქონე დაწესებულების არქივს შეუძლია დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარში დამოუკიდებლად აღრიცხოს თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის დოკუმენტების შემოსვლა თუ გასვლა.
3. თუ ფონდის დოკუმენტები არქივში შემოდის პირველად, ფონდის ნომერი დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარში დაისმება იმის შემდეგ, რაც მას მიეკუთვნება ნომერი ფონდების სიის მიხედვით. თუ შემოსული დოკუმენტები არქივში დაცული ფონდის ნაწილია, დავთრის შესაბამის გრაფაში მიეთითება ამ ფონდისათვის ადრე მიკუთვნებული ნომერი. თუ შემოვიდა ან გავიდა აღუწერელი დოკუმენტები, მე-6 გრაფაში დაისმება ნიშანი: ,,აღუწერელია“, ხოლო ცნობები მოცულობის შესახებ აღინიშნება მე-13 და მე-14 გრაფებში.
4. დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარში ყოველწლიურად ჯამდება წლის განმავლობაში შემოსული და გასული დოკუმენტების (საქმეების) რაოდენობა
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 46. დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის სააღრიცხვო დავთარი
თავი VII — დოკუმენტების აღრიცხვა არქივში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. საწარმო, ორგანიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისას დამოუკიდებლად განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ ფორმას, აგრეთვე ანგარიშწარმოების ფორმასა და სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშა
- მუხლი 29. ქვედანაყოფში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვაზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირების მივლინებაში, შვებულებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არყოფნის პერიოდში, სააღრიცხვო დოკ
- მუხლი 16. 1. განაცხადის მონაცემების საფუძველზე სადგური აფორმებს სააღრიცხვო ბარათის სათაურს, აგრეთვე მის მე-2 და მე-3 გრაფებს (მათი შედეგების ჩათვლით) და მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველს იმ ნ
- მუხლი 6. სატელეგრაფო კავშირით მომსახურების განხორციელებისას გამოიყენება - თბილისის დრო. საერთაშორისო სატელეგრაფო კავშირში სააღრიცხვო - საანგარიშსწორებო დრო განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები
- მუხლი 408. 1. მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს ვაგონის მიწოდების დროის შესახებ სადგური ატყობინებს მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე. შეტყობინების გადაცემა აღინიშნება შესაბამის დავთარში
- მუხლი 151. 1. დამთავრებული სასამართლო საქმეები, განრიგები, სააღრიცხვო ჟურნალები, კარტოთეკები და სხვა მასალები ბარდება სასამართლოს არქივს მომდევნო წლის პირველი თვის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 40. დოკუმენტების ორგანიზაცია საარქივო ფონდის ფარგლებში
- მუხლი 41. პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ორგანიზაცია
- მუხლი 42. ზოგადი მოთხოვნები დოკუმენტების აღრიცხვისადმი
- მუხლი 43. სააღრიცხვო ერთეულები
- მუხლი 44. არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა
- მუხლი 45. ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესი
- მუხლი 47. ფონდების სია
- მუხლი 48. ფონდის ფურცელი
- მუხლი 49. საქმეთა ანაწერები
- მუხლი 50. ანაწერების რეესტრი
- მუხლი 51. ფონდის საქმე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007. გამოქვეყნება: სსმ, 86, 21/06/2007.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 46, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-46/