1. სააღრიცხვო მონაცემთა ბაზები (მბ) წარმოებს:
ა) ავტომატიზებულ რეჟიმში ცენტრალიზებული აღრიცხვის დოკუმენტების შესადგენად;
ბ) სხვადასხვა სახის სტატისტიკური ცნობების, ანალიზური ცხრილების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტების მოცულობის, შემადგენლობისა და მდგომარეობის ცვლილებების დინამიკის შესახებ, ავტომატიზებულ რეჟიმში მოსამზადებლად;
გ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში არქივში დოკუმენტების არსებობის შესახებ ცნობების ოპერატიული წარდგენისათვის.
2. ა) სააღრიცხვო მონაცემთა ბაზების ნუსხა დგება ტრადიციულ სააღრიცხვო დოკუმენტებში იმ ძირითადი მაჩვენებლების საფუძველზე, რომლებიც აღწერენ აღრიცხვის ობიექტს – ფონდს, ანაწერში შეტანილ შესანახ ერთეულს, სააღრიცხვო ერთეულს, შესანახი ერთეულების, სააღრიცხვო ერთეულების ჯგუფს.
ბ) სააღრიცხვო მონაცემთა ბაზები უნდა შეესაბამებოდნენ საარქივო დაწესებულებების სხვა საინფორმაციო მონაცემთა ბაზებს.
გ) სააღრიცხვო მონაცემთა ბაზებისა და ტრადიციული ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტების მემკვიდრეობითობა უზრუნველყოფილია მონაცემთა ბაზებში ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტების რეკვიზიტების გამოყენებით.
დ) ცენტრალიზებული აღრიცხვის დოკუმენტების განზოგადებული მაჩვენებლები, აგრეთვე მათ მისაღებად საჭირო საწყისი მონაცემები შედის სააღრიცხვო მონაცემთა ბაზების სავალდებულო რეკვიზიტების რიცხვში.
3. ა) სააღრიცხვო მონაცემთა ბაზები შეივსება არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე. სააღრიცხვო მონაცემთა ბაზების შევსებისა და წარმოების ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად მუშავდება ინსტრუქცია, რომელიც აღწერს თითოეული რეკვიზიტის შინაარსსა და მონაცემთა ბაზების წარმოების ორგანიზაციას. მუშაობის დაწყების წინ ტარდება სააღრიცხვო დოკუმენტების მიზნობრივი შემოწმება, მოწმდება სააღრიცხვო დოკუმენტების დაბალანსება.
ბ) გეგმური წესით ხორციელდება სააღრიცხვო მონაცემთა ბაზების შევსება მომდევნო საანგარიშო წლის 1 იანვრის მდგომარეობით. შემდგომში წარმოებს ცვლილებების ოპერატიული შეტანა სააღრიცხვო დოკუმენტებსა და სააღრიცხვო მონაცემთა ბაზებში.
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 53. სააღრიცხვო მონაცემთა ბაზების წარმოება
თავი VII — დოკუმენტების აღრიცხვა არქივში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 42. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 5. საწარმო, ორგანიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისას დამოუკიდებლად განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ ფორმას, აგრეთვე ანგარიშწარმოების ფორმასა და სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშა
- მუხლი 9. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა მოიცავდეს: რეგისტრაციის ნომერს, სააღრიცხვო ოპერაციის წარმოების თარიღს, შემდგენი პირის ან/და დანაყოფის, ასევე შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობის მდ
- მუხლი 7. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა მოიცავდეს:
- მუხლი 11. სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის შედარება შეიარაღების სამმართველოს სააღრიცხვო მონაცემებთან წარმოებს ინვენტარიზა
- მუხლი 29. ქვედანაყოფში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვაზე და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირების მივლინებაში, შვებულებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით სამსახურში არყოფნის პერიოდში, სააღრიცხვო დოკ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 47. ფონდების სია
- მუხლი 48. ფონდის ფურცელი
- მუხლი 49. საქმეთა ანაწერები
- მუხლი 50. ანაწერების რეესტრი
- მუხლი 51. ფონდის საქმე
- მუხლი 52. დეპოზიტურ შესანახად არსებული საქმეებისა და დოკუმენტების აღრიცხვა
- მუხლი 54. სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემა
- მუხლი 55. საქმეთა, დოკუმენტთა ანაწერები
- მუხლი 56. კატალოგები და საუწყებო კარტოთეკები
- მუხლი 57. საძიებლები
- მუხლი 58. მიმოხილვები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007. გამოქვეყნება: სსმ, 86, 21/06/2007.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 53, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-53/