„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
230.150.020.22.033.011.325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 09/01/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.325

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №2

2008 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – კალენდარული კვირის ყოველი დღის 1000 საათიდან – 1800 საათამდე, დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური