თავი XVI — ფეროშენადნობთა გასუფთავება, შეფუთვა, საწყობში მოთავსება და ვაგონებში ჩატვირთვა
1. ფეროშენადნობთა წარმოების ცხელი პროდუქტების გასუფთავება აკრძალულია.
2. კალციუმის კარბიდის ლითონის დოლებში ჩატვირთვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ინსტრუმენტი, რომელიც დარტყმისას არ იძლევა ნაპერწკალს (სპილენძის, თითბრის).
3. სილიკოკალციუმი და ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორები მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს ლითონის დოლებში შეფუთული. 10 და 15 %-იანი სილიკოკალციუმის მიწოდება დასაშვებია ნაყარ მდგომარეობაში ან კონტეინერებით. სილიკოკალციუმისა და ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორების დოლების და ყუთების შენახვა დასაშვებია შენობაში ან შენობის გარეთ ფარდულში იმ პირობით, თუ გამორიცხული იქნება მათზე ტენის მოხვედრ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 49, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-49/