თავი III — ზოგადი მოთხოვნები ფეროშენადნობთა საწარმოების მიმართ
1. აგრეგატებისა და მოწყობილობის უსაფრთხო მუშაობის, აგრეთვე, მათ უშუალოდ მმართველ და შემკეთებელ პერსონალს შორის შეთანხმებულობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უნდა იყოს საჭდეო სისტემა.
2. საწარმოს, საამქროს ადმინისტრაცია ვალდებულია შეადგინოს იმ აგრეგატებისა და მოწყობილობის ნუსხა, რომელთა რემონტისა და მომსახურების დროს გამოყენებული უნდა იქნეს საჭდეო სისტემა. ყოველ საწარმოში უნდა დამუშავდეს და ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდეს საჭდეო სისტემის გამოყენების ინსტრუქცია.
3. გასაღები (საჭდე) უნდა იყოს მართვის წრედის შემადგენელი ნაწილი. ახალი მოწყობილობის დაპროექტებისას მართვის სქემაში გათვალისწინებული უნდა იყოს საჭდე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 7, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-7/