1. აღნიშნული წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1052 მუხლის, 1645 მუხლის პირველი ნაწილის, 2294 მუხლის, 239-ე მუხლის 39-ე ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი “ (შემდგომში – სამტრესტი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (შემდგომში – ოქმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი აღრიცხვის ჟურნალის, წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 1, №2-49, 31.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.032.011.713 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77122/muxli-1/