მუხლი 63. თანამდებობრივი შეუთავსებლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
თავი VII — აკადემიის პერსონალი
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. აკადემიის აკადემიური პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა დამატებით განისაზღვრება კონტრაქტით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 65. თანამდებობრივი შეუთავსებლობა— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 63, №762, 08.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79402/muxli-63/