თავი XIII — შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება
1. შეიარაღებული კონფლიქტის, ადგილობრივი ან საერთაშორისო საგანგებო ვითარების გაშუქებისას უნდა დასახელდეს ინფორმაციის წყარო და მესამე პირისგან მიღებული მასალა, აგრეთვე აღინიშნოს ექვემდებარება თუ არა რეპორტაჟი კანონით დადგენილ შეზღუდვებს.
2. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან მის გათავისუფლებაზე მიმართულ ღონისძიებებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე“, კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 32, 18/03/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება