,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.16.009.013.572
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 28/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

                                                                                    სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                  010.220.020.16.009.013.572                   

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №15

2009 წლის 24 სექტემბერი ქ. ქუთაისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის№4 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში    (სსმ III, 08.02.2008, №20, მუხლი 232) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სერტიფიკაციის დეპარტამენტი“.

2. თავი XI და მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი XI. სერტიფიკაციის დეპარტამენტი“.

 

,,მუხლი 16.

სერტიფიკაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის სფეროში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია, რაც გულისხმობს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში ლიცენზიატთა მიერ გაწეული მომსახურების და პროდუქ-ციის სერტიფიკაციის ორგანიზებას და კოორდინაციას;

ბ) მონაწილეობის მიღება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სერტიფიკაციის პოლი-ტიკის ჩამოყალიბებაში;

გ) სერტიფიკაციის სისტემის ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების მომზადების კოორდინაცია და შემუშავება;

დ) წინანადებების შემუშავება სერტიფიკაციის დროს გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტების სრულყოფის შესახებ;

ე) ურთიერთობა საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან, აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოსთან, აკრედიტებულ ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ვ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) მაჩვენებელთა მონიტორინგის სისტემის დანერგვის კოორდინაცია;

ზ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მონაცემთა ანალიზი და მონიტორინგი;

თ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) მონაცემთა ანალიზი და მონიტორინგი;

ი) წინადადებების შემუშავება ელექტროენერგიის მომხმარებელთა მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) მაჩვენებელთა მონიტორინგის სისტემის სრულყოფის მიზნით.“.

მუხლი 2.ეს დადგენილება ძალაში შედის 1 ოქტომბრიდან.

თავმჯდომარე        გ. ჩალაგაშვილი