1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
2. ამ მუხლის მოთხოვნა ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით, გარდა იმ არამატერიალური აქტივებისა, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.
3. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 17.06.2010
მუხლი 5. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 119. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
- მუხლი 5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, პარლამენტის დადგენილებებით, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და სხ
- მუხლი 6. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, პარლამენტის დადგენილებებით, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და სხ
- მუხლი 2. საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო არის საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი. მის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კ
- მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. სამმართველოს უფროსი არის დეპარტამენტის სათათბირო
- მუხლი 11. სამმართველოს ურთიერთობა სხვა დანაყოფებთან განისაზღვრება ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების, ფუნქციონალური მოვალეობების და უფლებების საფუძველზე და რეგულირდება გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ხ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
- მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 3. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
- მუხლი 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 6. საქართველს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 7. არამატერიალური აქტივების ხარჯები
- მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 9. დასკვნითი დებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 124, 13/10/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 5, №656, 12.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86590/muxli-5/