მადნეული და არამადნეული მრეწველობის ობიექტებზე, გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ მაღაროებში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების (ინსტრუქციების) შესაბამისად.