1. სამუშაო ადგილებზე მიტანილი ფეთქებადი მასალები უნდა იყოს მოთავსებული ჩანთებში, კასეტებში ან ქარხნულად შეფუთული. ფეთქებადი მასალებისა და მაინიციირებელი საშუალებების ერთად შენახვა აკრძალულია.
2. აკრძალულია სამუშაო ადგილზე მიტანილი ფეთქებადი მასალების, აგრეთვე დამუხტული შპურების, ჭაბურღილებისა და კამერების უმეთვალყურეოდ (დაცვის გარეშე) დატოვება. ზედამხედველობის (დაცვის) წესს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელი. დასახლებულ პუნქტებში ან შენობების (ნაგებობების) შიგნით საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას ფეთქებადი მასალები ინახება იზოლირებულ სათავსებში დაცვის მეთვალყურეობით.
3. ფეთქებადი მასალების შენახვა მუდმივი მეთვალყურეობის (დაცვის) გარეშე დასაშვებია მიწისქვეშა გვირაბებში, თუ ისინი მოთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ შესანახ ადგილებზე – საუბნო პუნქტებში, კლიტით ჩაკეტილ ლითონის ყუთებში ან კონტეინერებში (სეიფებში).
4. სამუშაო ადგილებზე დამუხტვამდე ფეთქებადი მასალების შენახვა ნებადართულია საშიში ზონის გარეთ ერთი დღე-ღამის, ხოლო საშიშ ზონებში – ერთი ცვლისათვის საჭირო ნორმის რაოდენობით. მასობრივი აფეთქების დროს სახიფათო ზონაში დასამუხტად საჭირო რაოდენობის ფეთქებადი მასალების შენახვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება სათანადო დაცვა. აფეთქების საშუალებების შენახვა საშიშ ზონაში დაუშვებელია.
5. ფეთქებადი მასალების შენახვა დასამუხტ მანქანებში (მოძრავი დასამუხტი საშუალებებისა და პერფორატორული სადგურების გარდა) სამ დღე-ღამეზე მეტი ხნით აკრძალულია.
6. ჭაურებთან, შტოლნების პირთან, ჯიხურებსა და ფარდულებში ნებადართულია შენახულ იქნეს ერთი ცვლისათვის საჭირო ფეთქებადი მასალების რაოდენობა. ჯიხურები და ფარდულები ჭაურიდან ან შტოლნების პირიდან, აგრეთვე შახტის ზედა ნაგებობებიდან დაცილებული უნდა იყოს 50 მეტრით მაინც
მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 45. აფეთქება ფეთქებადი მასალების შესანახ ადგილებთან და შეხორვილ (გადატვირთულ) გვირაბებში
- მუხლი 19. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების გადატანის, სამუშაო ადგილზე მიტანის, მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა
- მუხლი 39. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ხელმძღვანელები, სპეციალისტები
- მუხლი 4. პასუხისმგებლობა
- მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ
- მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“, კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006. გამოქვეყნება: სსმ, 68, 18/05/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 8, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-8/