1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2-ზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
4. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 ორგანული კანონი №1252
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობისუფლებამოსილების შესრულებაგანხორციელება 1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზესასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2-ზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისთავმჯდომარის მოვალეობასუფლებამოსილებას მისივე დავალებით ასრულებსახორციელებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. 2.4. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. 3.5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი2 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე. თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება