თავი VI — მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (უფლებამოსილების შეწყვეტა), მოსამართლის პასუხისმგებლობა
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.
2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №192 – ვებგვერდი, 30.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის
ორგანული
კანონი №1489
- ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3262
–
ვებგვერდი, 10,08,2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.12.2012 ორგანული კანონი №192
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით. 2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საფუძვლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.10,08,2018
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება