1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.
2. მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648 – ვებგვერდი, 29.04.2022წ.
4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 8
თებერვლის
ორგანული
კანონი №255
- ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3262
–
ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648 – ვებგვერდი, 29.04.2022
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა 1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. 2. მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648 – ვებგვერდი, 29.04.2022წ. 4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/4/1648 – ვებგვერდი, 29.04.2022წ.29.04.2022
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება