1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ასრულებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ყველა ამოცანას, გარდა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელით კავშირი აქვს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან და მისივე სახელით წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს.
3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია თავისი ამოცანების შესრულებაში ჩართოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრები და შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატი.
4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა). მათ უფლება აქვთ, ასეთი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ნებართვით. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცული უნდა იქნეს ამ პირთა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1732
- ვებგვერდი, 25.12.2013წ.
თავი IV
სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის კომპეტენცია 1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას. 2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ასრულებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ყველა ამოცანას, გარდა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელით კავშირი აქვს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან და მისივე სახელით წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს. 3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია თავისი ამოცანების შესრულებაში ჩართოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრები და შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატი. 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა). მათ უფლება აქვთ, ასეთი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ნებართვით. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცული უნდა იქნეს ამ პირთა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც. საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1732 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. თავი IV სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნებიმოთხოვნე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნოტარიატის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 46, 22/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება