1. შესაბამისი დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.
3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისთვის/პრიორიტეტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სათანადო საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 12.12.2014 კანონი №2935
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება 1. შესაბამისი დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით. 3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/დაწესებულებისთვის/პრიორიტეტისთვის პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო თვითმმართველიმუნიციპალიტეტის ერთეულის აღმასრულებელმა ორგანომ –უნდა გაითვალისწინოს შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესაბამისისათანადო საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგანპარამეტრებისგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება